Search This Blog

Thursday, April 26, 2012

სტატია ვიკიპედიადან

გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.

საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება.
ვრცლად:

Global Warming in the Public Sphere

Author(s): Jan Corfee-Morlot, Mark Maslin, Jacquelin BurgessReviewed work(s):Source: Philosophical Transactions: Mathematical, Physical and Engineering Sciences, Vol. 365,No. 1860, Climate Change and Urban Areas (Nov. 15, 2007), pp. 2741-2776Published by: The Royal SocietyStable URL: http://www.jstor.org/stable/25190619 .Accessed: 26/04/2012 08:02Your use of the JSTOR archive indicates your acceptance of the Terms & Conditions of Use, available at .http://www.jstor.org/page/info/about/policies/terms.jspJSTOR is a not-for-profit service that helps scholars, researchers, and students discover, use, and build upon a wide range ofcontent in a trusted digital archive. We use information technology and tools to increase productivity and facilitate new formsof scholarship. For more information about JSTOR, please contact support@jstor.org.The

გლობალური ეკოლოგიის საგანი

ეკოლოგია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა,
„ოიკოს“_ნიშნავს საცხოვრებელ ადგილს. ეს ტერმინი
1869 წელს შემოიტანა გამოჩენილმა ბიოლოგმა ე.ჰეკელმა. დღეს ეკოლოგიის ქვეშ იგულისხმება მეცნიერება
ორგანიზმების და გარემოს ურთიერთ მიმართებათა შესახებ. აქედან გამომდინარე ეკოლოგიური პრობლემებით
დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები - ბოტანიკოსები, ზოოლოგები, ნიადაგმცოდნეები,
გეოგრაფები, პალეონტოლოგები, გეოფიზიკოსები, გეოქიმიკოსები და სხვა. თუ აღნიშნულ
ურთიერთმიმართებას განვიხილავთ გლობალურ მასშტაბში, ანუ განვიხილავთ ურთიერთმიმართებას საზოგადოებასა
და გეოგრაფიულ გარემოს შორის მაშინ საქმე გვექნება გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებთან, რომლებიც
უშუალოდ ეხება გეოგრაფიულ სივრცეს, გეოგრაფიულ გარსს, მთლიანად დედამიწას, მის ბიოსფეროს,
მოსახლეობას, ყველა თანამედროვე სახელმწიფოს და ბოლოს დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადმიანის
ინტერესებს. ეს პრობლემები დედამიწის ეკოლოგიის, ანუ გეოეკოლოგიის პრობლემებს წარმოადგენს.
სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირობებში გაუთვალისწინებელი მაშტაბები მიიღო
ბიოსფეროს გაჭუჭყიანებამ. გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა მრავალი სახეობა, მათ შორის მეტალები, მტვერი,
პესტიციდები, რადიაქტიური ნივთიერებანი, ატმოსფეროს და ჰიდროსფეროს

5

გამოყენებული ლიტერატურა

1.
ვიკიპედია:
2.ავტორები: ელიზბარაშვილი, ელიზბარ; სულხანაშვილი, ნიკოლოზ
გამოცემის თარიღი: 2009
წყარო: გლობალური ეკოლოგია / ე. ელიზბარაშვილი; ნ. სულხანიშვილი; რედ. მ. ელიზბარაშვილი; თბ. – 2009 – 113გვ. ISBN 978-9941-0-1587-8 : UDC: 502.1+574
3.Global Warming in the Public Sphere
Jan Corfee-Morlot, Mark Maslin, Jacquelin Burgess
Philosophical Transactions: Mathematical, Physical and Engineering Sciences, Vol. 365, No. 1860, Climate Change and Urban Areas (Nov. 15, 2007), pp. 2741-2776